23 და 24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან.
„შეხვედრის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების ეფექტურობით, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმით, ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებებით", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge