en
ge

EMC პანკისელების დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლას ითხოვს

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)" პანკისის ხეობაში მცხოვრები პირების სახელით, სახალხო დამცველსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა. მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ, მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლას ეხება.
„გადაწყვეტილების მიღების დროს, მოსამართლემ არ შეაფასა პროცესის მონაწილე პირების მიმართ მოსალოდნელი კონკრეტული საფრთხეები და არ მოახდინა შესაძლო რისკების დასაბუთებულობისა და გონივრულობის შემოწმება. სასამართლომ პროცესის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის რისკ-ფაქტორად პანკისის ხეობის მოსახლეობა მთლიანობაში, აბსტრაქტულად განიხილა და ამგვარი გენერალიზებით უფლებით სარგებლობის პროცესში პანკისში დაბადებული პირების დისკრიმინირება მოახდინა", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)