en
ge

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო მოხალისეობის შესახებ კანონპროექტი

თბილისი. 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი მოხალისეობის შესახებ. კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო ავტორი – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოხალისის, მასპინძელი ორგანიზაციისა და მათ მესამე პირთან ურთიერთობებს. მოხალისეობად განისაზღვრება ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარებით ნებაყოფლობით და უანგაროდ შესრულებულ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა.
პროექტით გათვალისწინებულია მასპინძელი ორგანიზაციის ცნება, განისაზღვრება მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები. კანონპროექტით რეგულირდება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მოხალისეობით ურთიერთობებს, კერძოდ, მოხალისეობის განხორციელებისას დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, უსაფრთხოების გარემოს, მოხალისის პასუხისმგებლობას და ა.შ.
კანონმდებლებს კანონის პროექტი პარლამენტარმა ანი მიროტაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით „ეს არის გარკვეული ურთიერთობის ფორმა, რომლითც განისაზღვრება მოხალისის უფლება-ვალდებულებები და მათ შორის მისი უსაფრთხოება, ისევე როგორც მასპინძელი ორგანიზაციის ფუნქცია, როლი და ვალდებულებები, რომელსაც ის აიღებს მოხალისის მიმართ."
მოხალისეობის შესახებ კანონპროექტი...

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023