თბილისი. 22 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას წარუდგინა კვლევა - „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები წესის გარეშე".
„კვლევის შედეგად გამოიკვეთა: 2010-2015 წლებში საქართველოში არსებული შვიდი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, ეროვნული უშიშროების საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო), საერთო ჯამში, 747,407,518 ლარის ღირებულების 2752 საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა...", ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.
წყარო: gyla.ge