თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა მორიგო საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა.
„დოკუმენტში აპარატის ძირითადი საქმიანობებია განხილული. დეკემბრის მთავარი მოვლენა რა თქმა უნდა, არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე – 10 დეკემბერი. ამ დღეს სახალხო დამცველი უკვე მესამე წელია სპეციალურ ანგარიშით აღნიშნავს. ანგარიშში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა, გეგმები და პერსპექტივები", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge