en
ge

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის (COG) გამარჯვებულები

თბილისი. 2015 წლის 26 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსი (COG) გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სულ 43 საპროექტო განაცხადი შემოვიდა. გრანტების კომისიამ ოთხი გამარჯვებული პროექტი გამოავლინა: სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (გურჯაანი), პროექტი „ახმეტის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში (მაღალმთიან დასახლებებში) თვითმმართველობების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა", სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (ბათუმის ფილიალი), პროექტი „მართე შენი ქალაქი", ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (ქუთაისი), პროექტი „მიიღე მონაწილეობა მართვაში", ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი), პროექტი „ინფორმირების სისტემის ამოქმედება თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად". ACCESS-ის პროექტი ულოცავს გამარჯვებულ ორგანიზაციებს და უსურვებს წარმატებებს.
სრულად...
წყარო: ewmi-access.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023