en
ge

ბათუმში შინმოვლის პროგრამის სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა

აჭარა. 7 თებერვალს, ბათუმში შინმოვლის პროგრამის სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის შექმნის პრეზენტაცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლების და შინმოვლის ბენეფიციარებისგან დაკომპლექტებული გუნდის მიზანია მუნიციპალური პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგი და შესაძლო ხარვეზების გამოვლენა, რათა ადგილობრივ მერიას და მიმწოდებლებს შესაბამისი რეკომენდაციები მიეცეთ. სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფის წევრებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და ისინი მიმდინარე თვეში სათანადო კვლევას ჩაატარებენ. ასევე იგეგმება მერიასა და მიმწოდებლებთან ვიზიტები და პროგრამული დოკუმენტების გაცნობა. პროექტი შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და ევროპის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)