თბილისი. 30 დღიანი საბაზისო ტრეინინგი სოციალურ მუშაობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის დასრულებულია.
„პროექტი განხორციელდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო 27-მა სოციალურმა მუშაკმა მთელი საქართველოს მასშტაბით. ტრენინგის მიზანი იყო მომუშავე სოციალური მუშაკების გადამზადება და პროფესიული ზრდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში