en
ge

ქალებისა და უმცირესობათა ჯგუფებისთვის მორიგი პროექტი ამოქმედდა

ქვემო ქართლი. 29 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო განვითარების სააგენტომ" (CIDA) რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარადგინა პროექტი - „იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში". პროექტი ეხება ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის ან/და არათანაბარი მოპყრობით გამოწვეული უფლებების აღდგენის გზით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, აგრეთვე მსხვერპლთა და დაზარალებულთა სამართლებრივ დახმარებასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-მ პროექტის განხორციელება დაიწყო საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან (სიფა) პარტნიორობით. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები ქვემო ქართლში მცხოვრებ ქალებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესთავაზებენ იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისებს. ბენეფიციარებს აღნიშნული მომსახურების მიღება რუსთავსა და დმანისში შეეძლებათ.
„იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში" მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ. დაფინანსება უზრუნველყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID).
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023