en
ge

,,მცირე ბიზნესის“ მხარდამჭერი პროგრამა დასრულდა

კახეთი. „სათემო განვითარების ცენტრმა” პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია B4-თან პარტნიორობით კახეთში პროექტის, „ბიზნესი სტარტისთვის" განახორციელა.
პროექტის ფარგლებში კონკურსის შედეგად შერჩეულ ნახევარფინალისტ 60 ქალბატონს ჩაუტარდა ტრენინგები. პროექტი მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ქალებისთვის მცირე მეწარმეობის დაწყებასა და  თვითდასაქმებაში.
პროექტის ბოლო ეტაპზე მომზადდა ბიზნეს პროექტები. საუკეთესო ბიზნეს პროექტის მქონე 20 ქალბატონმა მიიღო მცირე გრანტი 3000 ლარის ოდენობით საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის.
ტატო ხუნდაძე, პროექტის კოორდინატორი: ,,რადგან გრანტის მიმღები ბენეფიციართა უმეტესობა დიასახლისია და ძირითადად ოჯახური საქმიანობით არის დაკავებული, მათ საკმაოდ გაუჭირდათ მუშაობა ტრენინგებისა და კონსულტაციების პერიოდში. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა „ბიზნესი სტარტისთვის", ათეულობით ქალბატონს დააძლევინა უიმედობისა და უსუსორობის განცდა, განპირობებული მრავალწლიანი „ოჯახური იზოლაციით".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)