en
ge

კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" 19 მარტს აქციას გამართავს

თბილისი. კამპანია "ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" აქციების გამართვას აანონსებს. ამის შესახებ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს. „საზოგადოება ვინც აქ შეიკრიბა არის აღშფოთებული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიტყვები, რომლებიც მოვისმინეთ ჩვენი ხელისუფლებიდან არ არის საკმარისი, რადგან ასეთი სიტყვები გვესმის დიდი ხანია. კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოძიებული საქმეები და იქნეს დასჯილი დამნაშავე. ასევე ძალიან პრინციპულია ის ათიათასობით კონკრეტული მასალა, რომელიც 2014 წლის იანვარში გადაეცა პროკურატურას და რომელიც შემოდეს თაროზე და სწორედ იქაც იყო რაღაც ასეთი ტიპის მასალები. სად არის გამოძიება? რატომ არ იძიებენ ამ ფაქტებს? ვითხოვთ ორივე მიმართულებით რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული გადაწყვეტილებები. "ეს შენ გეხებას" ფორმატი გაფართოვდება და ერთი კვირის თავზე ვაპირებთ აქციის მოწყობას. ჩვენ ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი იმით რასაც ვისმენთ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები და ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო მოქმედებებს", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
სრულად...
წყარო: news.vitube.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023