en
ge

„ეს შენ გეხებას“ წევრები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ

თბილისი. „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში „ეს შენ გეხებას" წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს აღარაა ინდივიდუალურ პირებზე დარტყმა მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით.
„ეს აღარაა მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება. აქ არის მუქარის შემცველი მესიჯებიც. ესაა პირდაპირი შანტაჟი არა მხოლოდ იმ პირებისა, ვინც ასახულია ამ კადრებზე, არამედ მთლიანად საზოგადოების. ესაა დარტყმა დემოკრატიასა და მთელ წინასაარჩევნო პროცესზე", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
„ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორი ქეთი ხუციშვილის შეფასებით, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების გასაჯაროება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ესაა შეტევა პროდასავლურ ძალებზე - როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში და ამ პროცესის გამოძიებაში ხელისუფლების ქმედება არაეფექტიანია", - ამბობს ხუციშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები აცხადებენ, რომ კამპანია „ეს შენ გეხება" აქტიურ ფაზაში გადადის და მოითხოვენ პრემიერ-მინისტრსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრას.
სრულად...
წყარო: liberali.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023