en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება...

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებას ეხმაურებიან.
„საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და მისი ევროპულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა წარიმართოს. ეს წინაპირობა კი ვერ იქნება მიღწეული, თუ საარჩევნო პროცესის მონაწილე სუბიექტები - პოლიტიკური კლასი და მედიის წარმომადგენლები პერმანენტული შანტაჟის პირობებში იქნებიან. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება მათზე; გატარდეს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები მსგავსი სამართალდარღვევების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით; მოვუწოდებთ ყველა მედიას, არ დაუშვან კადრების გასაჯაროება და არ დაასახელონ კადრებში სავარაუდოდ ასახული პირების ვინაობა", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: mdfgeorgia.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023