თბილისი. 15 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, სასტუმრო „რუმსში" გამართა რიგით მესამე შეხვედრა ციკლიდან - გენდერული თანასწორობა განათლებაში.
„შეხვედრა მიეძღვნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე საქმიანობის ჭრილში გენდერული სტრატეგიის თემატიკას. მოეწყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო 2020 პროექტში გენდერული ჩართულობის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია და განხილვა. საქართველოს წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს თემაზე „როგორ შევუწყოთ ხელი გოგონების ჩართვას ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო პროგრამებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში