en
ge

დისკუსია გენდერულ კვოტირებაზე

აჭარა. 19 მარტს, NIMD-ის ბათუმის ოფისში დისკუსია გაიმართა - „ქალების პოლიტიკური მონაწილეობა და სავალდებულო გენდერული კვოტა". -ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც მომხსენებელმა იდა ბახტურიძემ და დისკუსიის მონაწილეებმა არაერთგვაროვანი პოზიცია დააფიქსირეს. იდა ბახტურიძე ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომლის მოთხოვნაა, პროპორციული სიების 50 პროცენტს ქალები წარმოადგენდნენ. პოლიტიკაში ქალების მეტ ჩართულობას საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც ავალდებულებს. ნიმდის სკოლის მოსწავლეებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა სწორედ ადგილობრივ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი გენდერული კვოტირების შემოღების მოთხოვნით კამპანიას აგრძელებს, რომელსაც ბათუმში გენდერულ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც უერთდებიან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)