თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ „ოდეერის" საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.
„ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს რეაგირება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ კი უნივერსიტეტში „ოდეერის" არსებობის თაობაზე არაერთხელ გაჟღერებულ ინფორმაციაზე და საკითხის შესწავლის მიზნით შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: transparency.ge