en
ge

საქართველომ UPR-ის ფარგლებში ყველა რეკომენდაცია გაიზიარა

თბილისი. საქართველოს მთავრობამ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 31-ე სესიის ფარგლებში წარადგინა დასკვნითი დოკუმენტი.
ეს დოკუმენტი შეიცავს პასუხს სახელმწიფოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე, რომელთა შესახებ პასუხის გასაცემად სახელმწიფომ მანამდე დრო ითხოვა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის 23 თებერვლის ანგარიშის თანახმად, საქართველომ ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია (თანადგომა, ჰერა XXI, იდენტობა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)) ეხმიანება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ რეკომენდაციებს და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოახდინოს აღნიშნული რეკომენდაციების ეფექტური განხორციელება", ნათქვამია EMC-ის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023