სამცხე–ჯავახეთი. 21 დეკემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ იმსჯელეს.
ისკუსია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების” ინიციატივით გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა ისაუბრეს ძალადობის მიზეზების, შედეგების, მისი არსისა და გართულებების შესახებ. ასევე ნაჩვენები იქნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,სახლის" მიერ მიწოდებული ფილმი ოჯახური ძალადობის შესახებ და ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი ცხელი ხაზის სარეკლამო რგოლები. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია საქართველოში ძალადობის სტატისტიკის შესახებ.