en
ge

„მარტი ქალთა ისტორიის თვე“

აჭარა. 24 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა - ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების საზოგადოებაში დაბრუნება. მწერალმა - თამთა მელაშვილმა, ეკატერინე გაბაშვილზე, ნინო ტყეშელაშვილსა და ლიდია მეგრელიძეზე ისაუბრა. შეხვედრაზე ქართველი ქალების ღვაწლი, მათი მდიდარი ბიოგრაფიები გაიხსენეს. ქალთა ისტორიის თვის აღნიშნვის ფარგლებში, საჯარო ლექციებს ახალგაზრდა მწერალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს. მარტი, როგორც ქალთა ისტორიის თვე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. ორგანიზატორები ცდილობენ ხელი შეუწყონ ქალთა წვლილის აღიარებას და წარმოჩენას სხვადასხვა სფეროში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)