თბილისი. 12 მაისს, 16:30 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) შესახებ.
„პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე, პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ძალიან კარგად ფლობენ გერმანულ ენას. 12 მაისს საქართველოს IPS-სტიპენდიატთა გაერთიანებისგან შეიტყობთ, თუ რა გელოდებათ IPS-პროგრამაში, როგორ უნდა გააკეთოთ განაცხადი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება განაცხადის შემოტანისას", ნათქვამია ორგანიზაიცის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში