en
ge

წიგნი „სოციალური ცვლილების მართვა“

წიგნი „სოციალური ცვლილების მართვა" განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ჩართული აქტორებისთვის, მათთვის ვისაც სურს მდგრადი სოციალური ცვლილების განხორციელება. სახელმძღვანელოში აღწერილია როგორი უნდა იყოს გავლენაზე ორიენტირებული ინტერვენცია და როგორ მივაღწიოთ სისტემურ ცვლილებას. ნაშრომი განვითარების ხელშეწყობის ირგვლივ ამჟამად არსებული მიდგომებისა და ცნებების მიმოხილვით იწყება. ამასთანავე, სახელმძღვანელოში პროექტის დაგეგმვის, განხორცილების, მონიტორინგისა და შეფასების ფაზაში არსებული მონაწილეობითი ინსტრუმენტები და ფასილიტაციის პროცესი დეტალურად არის განხილული. წიგნში მოცემული პროექტის მართვისთვის საჭირო დოკუმენტაციის ნიმუშები დაგეხმარებათ პროექტის ეფექტურად წარმართვაში. წიგნის ბოლოს მოცემულია განმარტებითი ლექსიკონი და სისტემური ცვლილების სამაგიდო თამაშის ინსტრუქცია.
წიგნი „სოციალური ცვლილების მართვა" შექმნილი და გამოცემულია ეველინ შპაიხ-ბაერის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, GIZ-ისა და BFTW-ის მხარდაჭერით.
სახელმძღვანელოს უსასყიდლოდ მისაღებად შეგიძლიათ მობრძანდეთ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე (მის: ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი N2, სართ. 5). თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023