თბილისი. სახალხო დამცველი აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ასახავს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის შესახებ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ანგარიშის მიხედვით, „2015 წელს ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად. გენდერული მეინსტრიმინგის არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ აღმასრულებელ ხელისუფლების დონეზე, დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციებზე ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. არცერთ სამინისტროს არ აქვს სტრუქტურული ერთეული გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ..." ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)