შიდა ქართლი. გორის გენდერის მედიაცენტრმა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა-დისკუსიები დაიწყო თემაზე „აირჩიე თანასწორობა."
„შეხვედრები იმართება პროექტის „ხმა მიეცი თანასწორობას" ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობაში ინფორმირებულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის კუთხით," ნათქვამია ორგანიზაიცის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში