თბილისი. საქართველოში რეგისტრირებულმა ხუთმა რელიგიურმა გაერთიანებამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
„რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, ექმნებათ დაბრკოლებები სხვადასხვა ფორმით სახელმწიფო ქონების მიღებისას (მაგალითად, გაცვლა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზება და სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღება), რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპსა ( მე-14 მუხლი) და საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებასთან (21-მუხლი).
კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის ნორმა, რომლის თანახმადაც, რელიგიური ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ქონების შეძენა (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შეუძლიათ, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: tdi.ge