en
ge

2011 - 2016 წლებში რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული ქონება

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „2011 - 2016 წლებში კახეთში სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული ქონება".
20 ივნისს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველი თემი თელავის საკრებულომ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნა თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში სკვერის გადაცემაზე. აღნიშნული ტერიტორია ქონების მართვის სააგენტოს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის წერილის საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაინტერესდა, თუ რამდენად მიზნობრივად და დასაბუთებულად ხდება სახელმწიფო ქონების გადაცემა რელიგიური ორგანიზაციებისთვის. მოწოდებული ინფორმაციიდან ვარკვევთ, რომ ქონება გადაცემული აქვთ მხოლოდ 2 რელიგიურ ორგანიზაციას: საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს. აქედან მუსლიმთა სამმართველოს ქონება გადაცემული აქვს 49 წლიანი იჯარით, ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიას ქონება გადაეცა საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)