en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების მექანიზმზე მუშაობა იწყება

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების წინაშე დღეს არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ეხება სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას, მისი ღირებულებითი საქმიანობის უკეთ წარმოჩენას, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) გეგმავს განაახლოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თვითრეგულირების დოკუმენტზე მუშაობა.
მოგეხსენებათ, სამოქალაქო საზოგადოების ეთიკის კოდექსის პირველი დოკუმენტი 2002 წელს შეიქმნა. იგი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქცევის რეგულირებას, ამ ორგანიზაციების სანდოობის გაზრდას და მოიცავდა სამოქალაქო სექტორის მოქმედების ზოგად პრინციპებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შიდა და გარე ურთიერთობებს, კოდექსთან გაერთიანების, აღსრულებისა და პასუხისმგებლობის მექანიზმებს.
განვითარების სექტორში დღეს არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის განახლება და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება, რაც გულისხმობს, მონაწილეობითი მიდგომებისა და ღირებულებების ფართოდ დანერგვასა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.
ამდენად, ზემოთჩამოთვლილ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ფინანსური გამჭვირვალობის ახალ მექანიზმთან ერთად, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსებისა და საქმიანობის გასაჯაროებას გულისხმობს, აუცილებელია შემუშავდეს თვითრეგულირების ახალი მექანიზმიც, რომელიც სამოქალაქო სექტორის ღირებულებით საქმიანობას უკეთ წარმოაჩენს და საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.
ამისათვის, ეს ორგანიზაციები იღებენ ვალდებულებას, რომ ახალი ეთიკის კოდექსის შემუშავების პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეეძლება დოკუმენტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება, რათა ფართო მონაწილეობით და კონსესუსით შეიქმნას სამოქალაქო სექტორის თვითმარეგულირებელი დოკუმენტი. ყოველივე ამის უზრუნველსაყოფად, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრების განრიგი წინასწარ იქნება ცნობილი და ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთოს ეთიკის კოდექსის შემუშავებაში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023