თბილისი. 25-30 სექტემბერს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) გამართავს ფესტივალს: „გენდერი იწყება ჩემგან". ფესტივალი წელს უკვე მეორედ მოეწყობა საქართველოს რეგიონებში.
„პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, გურიის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გენდერული თანასწორობის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის და ძალადობის პრევენციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხდეს ქალთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური აქტიურობისთვის," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში