თბილისი. დევნილთა სამინისტრომ გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიიღო.
„მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა გენდერული მეინსტრიმინგის განსახორციელებელი ახალი ინსტიტუციური მექანიზმის მხარდაჭერაზე და სამომავლო გეგმებზე. ხოლო, ნათია ხაინდრავამ, გენდერული თანასწორობის სპეციალისტმა სამინისტროში, წარმოადგინა გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა", ნათქვამია გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებ-გვერდზე.
წყარო: ginsc.net