en
ge

საბინაო ფონდის მართვა - საერთაშორისო კონფერენცია და სემინარი მინსკში

2016 წლის 7-10 ნოემბერს ქ. მინსკში (ბელორუსია) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი (CSI) მონაწილეობას ღებულობს სასწავლო სემინარში თემაზე „საბინაო ფონდის მართვა". სემინარის ფარგლებში 9 ნოემბერს გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ინიციატივები საცხოვრებელი უძრავი ქონების მმართველების მომზადების, გადამზადებისა და ბინათმესაკუთრეთა ინფორმირების სისტემების შექმნისათვის".
სემინარი ტარდება პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში" ფარგლებში. სემინარი მიზნად ისახავს საბინაო სექტორში ეროვნული რეფორმების მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოების სამეთვალყურეო როლის გაზრდას, გაუმჯობესებული საბინაო მართვის, საცხოვრებელი სახლების ენერგეტიკული სანაციისა და ბარიერების გარეშე გარემოს შექმნას.
სრულად...
წყარო: civilin.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023