en
ge

ინგლისური ენის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს

სამცხე–ჯავახეთი. 30 იანვარს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზრდასრულთა განათლების ასოციაციის ორგანიზებით, ,,ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის (Accss)  სასტიპენდიო პროგრამის" კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ და პროგრამის შედეგები შეჯამდა.
აღნიშნული პროგრამა საქართველოს ოთხ ქალაქში ხორციელდება და მას  ამერიკის საელჩო აფინანსებს. პროგრამის სრული კურსი ახალციხეში 26 მოზარდმა გაიარა. პირველ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები და საჩუქრები ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაიკლ ტერნერმა გადასცა. ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს–ჩვეულებებს და განივითარებენ ლიდერის თვისებებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)