თბილისი. 25 ნოემბრიდან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწყებს კამპანიას #ასეუფრომარტივია.
„კამპანია მოიცავს 6 ოჯახისა და ერთი მოხუცთა პანსეონის დახმარებას ტექნიკით და მისი მხარდამჭერი ამ ეტაპზე არის საქართველოს ლატარიის კომპანია. იმედია სოციალურ პასუხისმგებლობას სხვა ბიზნეს სტრუქტურებიც გაიზიარებენ და შემოუერთდებიან აღნიშნულ კამპანიას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში