en
ge

შეხვედრა 15 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან

18 და 22 ნოემბერს, ქუთაისსა და თბილისში ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.
„შეხვედრები მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის შეფასების (ბენჩმარკინგის) პროექტის გაცნობას. კერძოდ, მეთოდოლოგიური მიდგომების განხილვასა და შეფასების ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებთან თანამშრომლობით განხილულ და გადამუშავებულ იქნა პროექტის ფარგლებში შერჩეული სამი მუნიციპალური სერვისის - ბიბლიოთეკის, მყარი ნარჩენების მართვისა და სკოლამდელი აღზრდის ეფექტიანობის შეფასების ინსტრუმენტი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023