en
ge

ქარტიის პრიზზე განაცხადების მიღება 1 დეკემბერს სრულდება

თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კონკურსი გამოაცხადა შემდეგ ხუთ ნომინაციაში: სატელევიზიო/ვიდეორეპორტაჟი მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია) სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში ჟურნალისტური გამოძიება ბავშვთა საკითხები.
პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში
საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ ჟურნალისტს, ისე მედიასაშუალებას
მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს ვიდეო რეპორტაჟის და მულტიმედიის შემთხვევაში ჩანაწერი ან ბმული, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს მოკლე ავტობიოგრაფია და საკონკურსო ნაშრომის მოკლე ანოტაცია
მონაწილეობის თითოეულ მსურველს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა ერთ ნომინაციაში, რაც ასევე მითითებული უნდა იყოს
საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Ethicscharter@gmail.com
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 დეკემბერი, 18.00 საათი
წყარო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)