en
ge

„მეტრო ჯორჯიამ“ ომბუდსმენის რეკომენდაცია გაითვალისწინა

თბილისი. 2 სექტემბერს, ომბუდსმენმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო „მეტრო ჯორჯიას" მიერ ავტოსანტრანსპორტო საშუალებაში ბილეთებისა და ადგილების სქესის მიხედვით განაწილების მხრივ არსებული საკითხის შესწავლა.
„რეგულაციის თანახმად, მგზავრს უფლება აქვს მხოლოდ თავისივე სქესის ადამიანის გვერდით შეიძინოს სამგზავრო ბილეთი. კომპანიის განმარტებით, ბილეთების მსგავსი წესით გადანაწილება თავად მომხმარებლის მოთხოვნაა, ვინაიდან სურთ, რომ ღამის საათებში თავისივე სქესის წარმომადგენლის გვერდით იმგზავრონ.
დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველმა სს „მეტრო-ჯორჯიას" შესთავაზა, რომ კომპანიის ვებ-გვერდზე დაემატოს პარამეტრი, რომელიც ბილეთის შეძენის პროცესში მგზავრს მისცემს საშუალებას ელექტრონულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, თანახმაა თუ არა მის გვერდით არსებული სამგზავრო ბილეთი სხვა სქესის ადამიანმა შეიძინოს.
აღსანიშნავია, რომ „მეტრო ჯორჯიამ" მზადყოფნა გამოთქვა, რომ ზემოაღნიშნული პროგრამული ცვლილება განხორციელდეს და კომპანიამ დაიწყო აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, რაც შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023