en
ge

შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების საკითხების შესახებ

თბილისი30 იანვარს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების საკითხები. შეხვედრას დაესწრო 20-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თვითრეგულირების ახალი მექანიზმის შექმნა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა იგი გაზრდის მათი ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტურობას. მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმის შემუშავების პროცესი იყოს გამჭვირვალე, ღია და ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეეძლოს მონაწილეობის მიღება, რათა ფართო კონსენსუსის საფუძველზე შეიქმნას სამოქალაქო სექტორისთვის თვითრეგულირების ახალი დოკუმენტი. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები უკვე გაიმართა გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, ახალციხეში, თელავში, მარნეულსა და ბოლოს, თბილისში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023