en
ge

„მაია რჩეულიშვილის პატიმრობა დაუსაბუთებლად გაგრძელდა“

თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თვლის, რომ მაია რჩეულიშვილის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა.
„მოსამართლეს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კონკრეტული ფაქტები ან გარემოებები არ განუხილავს და არსებული საფრთხეების რელევანტურობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოსამართლემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ის მიზნები და  დასაბუთება, რაც თავის დროზე გახდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი, ახლაც ძალაში იყო და არ არსებობდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.  
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელების დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
სრულად...
წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023