en
ge

ომბუდსმენი უკანონო დაკავების ფაქტს ეხმაურება

თბილისი. ომბუდსმენი გმობს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს.
„არცერთი საფუძველი არ არსებობდა ა.ბ.–ს დაკავებისას, რამდენადაც თავად ჩხრეკის ოქმების თანახმად, 1. როდესაც აკავებდნენ, არ ჩადიოდა დანაშაულს; 2. სახეზე არ იყო დანაშაულის აშკარა კვალი. აღმოჩენილი ბოთლები და შპრიცები არ  წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის აშკარა კვალს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, ა) შპრიცები და ბოთლები იყო ცარიელი, ბ) არანაირი სხვა წინარე ინფორმაცია არ ამყარებდა ვარაუდს, რომ მას შესაძლოა, ჰქონოდა ნარკოტიკი. გ) მისი ჩხრეკა მიმდინარეობდა ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის მიზნით, რაც ასევე არ იყო დასაბუთებული ვარაუდით გამყარებული – ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ პოლიციელის გამოკითხვის ოქმი გახდა ჩხრეკის საფუძველი; 3. არ არსებობდა მიმალვის საფუძველი, რამდენადაც თავად დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების თანახმად, ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, იგი წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას, რასაც ასევე თავად შეესწრო სახალხო დამცველის წარმომადგენელი", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სრულად... 
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023