23 მარტს, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ შარაბიძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
„ჩვენი ბათუმის ოფისის იურისტების ანა ბერძენიშვილის და ნინო სიორიძის დახმარებით, ზურაბ შარაბიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგება. ასევე, იძულებით განაცდურის სახით სამუშაო თვეების შრომით ანაზღაურებასაც 4480 ლარს (მათ შორის პრემიას) მიიღებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
თუ თვლით, რომ საჯარო სამსახურში კონკურსებისას დაირღვა თქვენი უფლებები ან უკანონოდ გაგათავისუფლეს, მოგვმართეთ ორგანიზაციას უფასო იურიდიული დახმარებისთვის.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში