თბილისი. 28 მარტს, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში" გაიხსნა კონფერენცია „მდინარეები გვაერთიანებს 2017".
„დღეს, როგორც არასდროს მდინარეები საფრთხეშია დაგეგმილი და/ან მიმდინარე ათასობით ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გამო. კონფერენციის მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას მდინარეების დაცვისთვის და დაუკავშირებენ პრობლემური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ არსებულ მოძრაობებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: greenalt.org