en
ge

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების სამართლებრივი ანალიზი

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების სამართლებრივ ანალიზს.
2001 წლის 30 მარტს, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში შევიდა ცვლილება, რომელმაც უზენაეს კანონში საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების ცნება შემოიტანა. 2002 წლის 22 ოქტომბერს კი, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა  კონსტიტუციური შეთანხმება.
„კონსტიტუციურ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის რთული პროცედურის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ სამართლებრივი ანალიზის შედეგად გამოკვეთილ ხარვეზებზე. ასევე, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ  შეთანხმების დამტკიცებამდე, სამწუხაროდ, პარლამენტმა არ გაითვალისწინა საერთაშორისო ექსპერტების, მათ შორის, ვენეციის კომისიის გაცემული რეკომენდაციები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023