en
ge

განცხადება ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმზე

თბილისი. საქართველოს ეროვნული პლატფორმა ეხმაურება ცხინვალის რეგიონში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს.
„იმ პირობებში, როდესაც კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულებიდან თითქმის 9 წლის შემდეგაც კი ათეულ ათასობით ადამიანს დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლებში დაბრუნების და მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება, შეუძლებელია ამ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ არჩევნებს რაიმე საერთო ჰქონდეს დემოკრატიულ პროცესებთან.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია აღნიშნული ტერიტორიისთვის სახელის შეცვლის მცდელობა, იგი სამომავლოდ შესაძლოა მიზნად ისახავდეს რუსეთის მიერ ტერიტორიების ანექსიას.
მივესალმებით, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებს აღნიშნულ არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით რომელიც ჩვენი დაკვირვებით ერთმნიშვნელოვნად აგებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)