en
ge

ევროკავშირის მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია თელავში

კახეთი. 22 მაისს, თელავში გაიმართა ევროკავშირის ახალი მასშტაბური პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პრეზენტაცია. ევროკავშირის წარმომადგენლმა დომინიკა სკუბიდამ აღნიშნა, რომ ეს ერთ–ერთი მასშტაბური პროექტია საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების, გაძლიერების, ფაქტიურად ეს არის ამ სფეროს რეფორმირება. საქართველოს სამოქალაქო სექტორი რეგიონის ლიდერია, სადაც თავმოყრილია უზარმაზარი ადამიანური რესურსი, ეს არის ის სოციალური კაპიტალი, რომელზეც უნდა დაშენდეს ქვეყნის მომავალი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული საზოგადოების  წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების, სულ მცირე, 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესების და გაძლიერების გარდა, პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეების მიმართ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი – #CSI, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი - #CTC, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - #CSRDG, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი -#KEDEC) კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელობით.
22 მაისს, ახლა უკვე თელავში, კახეთში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია. #16პრინციპი უკვე გაიზიარეს და ხელი მოაწერეს იმერეთის, შიდა ქართლის, სამცჯხე–ჯავახეთის  ორგანიზაციებმა. ხელმოწერები საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება... მას უკვე 140–ზე ორგანიზაცია მიუერთდა.
დეკლარაცია..

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023