თბილისი. რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები კონსტიტუტუციური კანონის პროექტის შესახებ სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებენ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით.
„კონსტიტუციური შეთანხმებით ერთი რელიგიური ორგანიზაციის მხარდაჭერის/გაძლიერების ფონზე სხვა აღმსარებლობის პირების რწმენის თავისუფლების „სრული" ფორმით შენარჩუნებაზე აქცენტის დაკარგვამ, შესაძლოა შეზღუდოს რელატიური თავისუფლების – რწმენის და აღმსარებლობის ფარგლები და ნაკლები პრინციპულობა გამოიჩინოს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპის დაცვის კუთხით", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge