თბილისი. 25 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა სასამართლო პროცესს, რომელზეც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, თურქეთის მოქალაქეს - მუსტაფა ემრე ჩაბუქს.
„საია მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებლად მოხდა. საია ასევე მიიჩნევს, რომ საქმის კონტექსტის და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების შელახვის რეალური საფრთხე. შესაბამისად, საქართველომ არ უნდა მოახდინოს მისი ექსტრადირება", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge