en
ge

პროექტის შედეგების პრეზენტაცია

აჭარა. 13 ინავარს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტმა" სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის სისტემის პირველადი მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. მომსახურების სერვისების მომხმარებელთა უფლებების დაცვის კამპანის პროექტი გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან ერთად, მომსახურების სერვისების დახვეწას ისახავს მიზნად. 
აჭარის რეგიონში მოქმედი მომსახურების სერვისებზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით, სერვისის მომწოდებელ კომპანიებში ოფიციალური წერილები გაიგზავნა. რათა მათთან არსებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკის შესახებ მიეღო ორგანიზაციას ინფორმაცია. თუმცა რამდენიმე კომპანიამ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია ვერ მიაწოდა.
შეხვედრა–დისკუსიაზე მსჯელობა გაიმართა კომპანიებში არსებულ პრაქტიკაზე. ასევე ორგანიზაციის მიერ მომსახურების სერვისებზე ჩატარებულ გამოკითხვის შედეგებზე. შეხვედრაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხებზე რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით იმუშავებენ.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)