en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის იძულებითი გაუჩინარების ფაქტზე

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები „უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავენ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო".
ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს", ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას „საქმის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჯარო განცხადების გამოქვეყნება, რომელიც პასუხებს გასცეს ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემის პროცესებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენების შესაძლო მონაწილეოაბასა ან აშკარა უმოქმედობასთან დაკავშირებით გაჩენილ დასაბუთებულ ეჭვებს...", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)