en
ge

რა უჯდება ბიუჯეტს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შენახვა

თბილისი. EMC განაგრძობს სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს" საქმიანობის შესწავლას, როგორც რელიგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის, ისე - ზოგადი საჯარო მმართველობის განხორციელების კუთხით.
კვლევის მიხედვით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, სააგენტოს დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა 5 330 000 ლარია, საიდანაც თანხის დიდი წილი ოთხი რელიგიური თემის (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომ¬ხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებები) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებისკენ არის მიმართული. სააგენტოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან 550 000 ლარი კი, უშუალოდ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებისთვისაა გამოყოფილი.
სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, EMC ასკვნის, რომ სააგენტოს თანამშრომლების ძირითადი ნაწილი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ყოველთვიურად იღებს დანამატებს, ხოლო პრემიის გაცემა მხოლოდ დღესასწაულებზე ხდება (ახალი წელი და აღდგომა).
„აღსანიშნავია, რომ, წინა პერიოდის მსგავსად, სააგენტოს თანამშრომლები სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებენ, მისი მიზნობრიობისა და გაცემის აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, რაც ეჭვს აჩენს სააგენტოში, თანამშრომლების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დანამატების გაცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით და, შესაძლოა, უთითებდეს სააგენტოს მხრიდან დანამატების სისტემის საკანონმდებლო დაურეგულირებლობით არაკეთილსინდისიერად სარგებლობაზე", - ნათქვამია კვლევაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023