თბილისი. საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა" სარესტორნო საქმის მწარმოებლის სპეციალობაზე სწავლა 7-მა შრომითმა მიგრანტმა დაიწყო.
ბენეფიციარები სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან პროექტის - "მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში" - ფარგლებში, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი