თბილისი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) აქვეყნებს რეკომენდაციებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის.
„მიგვაჩნია, რომ მოახლოებული 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა კვლავაც აქტუალურია. ეს კი მოითხოვს ღია დისკუსიების წარმართვას, საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეთა მაქსიმალურ ჩართულობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ეფექტიან კონსენსუსს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: cdd.ge