en
ge

რისკების გაანალიზების გარეშე დაგეგმილი ცვლილებები

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აზრით, ცვლილებები „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში რისკების გაანალიზების გარეშეა დაგეგმილი.
მასალაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში 2017 წლის 25 მაისს დარეგისტრირდა, წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულების პრინციპებთან. კერძოდ: აყალიბებს უთანასწორო მიდგომას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიმართ; საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით გარანტირებული მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას იმ პირების ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების მიმართ, რომლებიც კონსტიტუციის პირდაპირი მითითების საფუძველზე აირჩევიან; რეგულირების მიღმა ტოვებს საბჭოს წევრთა ნაწილის ოჯახის წევრზე ინტერესთა შეუთავსებლობის წესების მოქმედებასა და ეკონომიკური ინტერესების გაცხადებისა და გამოქვეყნების ვალდებულების გავრცელებას საბჭოს წევრების ნაწილზე; არღვევს კორუფციის პრევენციის რეგულირების იერარქიულად გავრცელების პრინციპს, ინტერესთა შეუთავსებლობის კანონის წესებს აღარ დაექვემდებარება ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანო, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი, ხოლო უფრო მკაცრი წესები გავრცელდება პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებზე. ამასთან, კანონპროექტს არ ახლავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს დასკვნა (იხ. კანონპროექტის სამუშაო ვერსია და განმარტებითი ბარათი).
IDFI-ის მოსაზრებით, ცვლილების ამ სახით დამტკიცება საფრთხეს შეუქმნის საჯარო უწყებების მიმართ თანასწორი მიდგომის პრინციპს. კანონპროექტი უთანასწორო მიდგომას აყალიბებს თავად საბჭოს წევრების მიმართაც, და ზღუდავს საჯაროობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების გავრცელებას საჯარო უწყების მმართველი საბჭოს წევრებზე. ცვლილება, ასევე უარყოფით გავლენას ახდენს თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი კორუფციული სამართალდარღვევების პრევენციის საკითზე.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჭირო კონსულტაციების გავლის გარეშე ამ ცვლილების მიღება გამორიცხავს მასთან დაკავშირებული რისკების შესწავლის შესაძლებლობას და ქმნის ნეგატიურ პრეცედენტს. აქედან გამომდინარე, IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში წარდგენილი ცვლილების მიღება, მისი რისკების გაანალიზებისა და მხარეთა ჩართულობის გარეშე; უზრუნველყოს ღია და გამჭვირვალე პროცესი ყველა იმ ცვლილებების მიღებამდე, რაც ქვეყანაში კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანს ემსახურება.
სრულად
წყარო: https://idfi.ge/ge/planned_changes_without_analyzing_%20risks_in_the_law

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023